ელექტრონული ჟურნალი
სკოლის მისია
კრეატიული განათლების სკოლის მისიაა, ახალგაზრდებს განუვითაროს კრეატიული აზროვნება, გამოუმუშაოს ადამიანთა შეცნობისა და თანაგრძნობის უნარ-ჩვევები, სიმამაცე, რათა თამამად იმოქმედონ საკუთარი რწმენისა და ქვეყნის დასაცავად. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ თითოეული ბავშვი ჩამოვაყალიბოთ სულიერად, მორალურად, გონებრივად, სოციალურად, ემოციურად და ფიზიკურად.

ჩვენი მისიაა, მოვიზიდოთ დაინტერესებული და იმედისმომცემი მოზარდები, რათა ხელი შევუწყოთ მათი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესს. განვავითაროთ ისინი გონებრივი, მორალური, სოციალური და კრეატიული უნარების მქონე ადამიანებად. ამგვარი განათლების მიზანია, აღვზარდოთ ისეთი მოქალაქეები, რომელთაც ექნებათ საკუთარი თუ სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის შეგრძნება, მაქსიმალურად წარმოაჩენენ საკუთარ ნიჭს, შეძლებენ ინტეგრირებას ნებისმიერ გარემოსა და საქმიანობის სფეროში.

სკოლის გლობალური მიზანია, შევამზადოთ და სტიმული მივცეთ ყოველ ახალ თაობას, სრულყოს საკუთარი განათლება და წვლილი შეიტანოს საზოგადოების ჯანსაღ განვითარებაში.