ელექტრონული ჟურნალი
სკოლის შესახებ
კრეატიული განათლების სკოლა არის საბაზო–საშუალო საფეხურის (VII-XII კლასები) კერძო სკოლა, რომელიც შექმნილია მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით.

სკოლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია, მისი მიდგომები სასწავლო პროცესის მიმართ. მაღალი ხარისხის მიღწევისა და შენარჩუნების მიზნით სკოლა შექმნილია მხოლოდ 50 მოსწავლიან კონტიგენტზე. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მცირე კონტიგენტის შემთხვევაში უფრო მაღალი შედეგები მიიღწევა. ყოველდღიური ურთიერთობა მოსწავლეს, მის მშობელსა და სკოლას შორის მნიშვნელოვნადაა გაადვილებული, რაც თავის მხრივ ქმნის მაქსიმალურად მეგობრულ და კომფორტულ გარემოს.


მასწავლებლები
კრეატიულ განათლების სკოლაში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები. მათ უმრავლესობას გააჩნია ხარისხი და საერთაშორისო კვალიფიკაციის სერთიფიკატი. გარდა მაღალი აკადემიური დონისა, პედაგოგები და თანამშრომლები შერჩეული არიან მათი პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, ეს ფაქტორი კი მნიშვენლოვანია იმისათვის, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციული, პროფესიონალური და ჰარმონიული გარემო არსებობდეს სკოლაში. ყველაფერი ეს, ჩვენი ღრმა რწმენით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური შედეგების მიღწევისათვის, როგორც მოსწავლის აკადემიური, ასევე პიროვნული განვითარებისათვის.


კახაბერ წამალაიძე - სკოლის დირექტორი
თინათინ ვასაძე- აკადემიური ხელმძღვანელი
ეკა წამალაიძე - სკოლის ადმინისტრატორი
ეთერ ხორგუანი - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
ლია ებრალიძე - ისტორიის/ მსოფიო კულტურის/სამოქლაქო თვდაცვა და უსაფრთხოების პედაგოგი
ნესტან მელიქიძე - გეოგრაფიის პედაგოგი
ანა შარაშენიძე - მათემატიკის პედაგოგი
ნონა ბუთხუზი - მათემატიკის პედაგოგი
მაია მაზმიშვილი - ინგლისური ენის პედაგოგი
ნინო კვიწინაძე - ინგლისური ენის პედაგოგი
ინა გელაშვილი- რუსული ენის პედაგოგი
ირმა თოდუა- ბიოლოგიის პედაგოგი
მარინა მალაშხია - ქიმიის პედაგოგი
სოფიო რევაზიშვილი- ფიზიკის პედაგოგი
ეკატერინე ბულაშვილი - ხელოვნების პედაგოგი
ზურაბ კვერნაძე - მუსიკის პედაგოგი
მანანა ცოცხალაშვილი - სპორტის პედაგოგი
ნოდარ აფხაძე - სამოქალაქო განათლების პედაგოგი